სემეკი განახლებადი ენერგიების შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიაში ჩაერთო

განახლებად ენერგიებზე ცნობიერების ამაღლების შესახებ კამპანიის მეორე ეტაპი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტში, რომელიც ევროპის რეგულატორთა საბჭო (CEER) EU4Energy-ს პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) თანამშრომლობით ხორციელდება, საქართველოს მასშტაბით რამდენიმე სკოლაა ჩართული.

ინფორმაციის თანახმად, კამპანია განკუთვნილია სკოლის მოსწავლეებისთვის და განახლებადი ენერგიების მნიშვნელობის შესახებ სხვადასხვა განმავითარებელ აქტივობებს მოიცავს.

„კამპანიის მეორე ეტაპის ფარგლებში, პირველი შეხვედრა თბილისის N182 საჯარო სკოლაში გაიმართა, სადაც სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, თორნიკე აფრიაშვილმა სკოლის მოსწავლეებს განახლებადი ენერგიების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

განახლებად ენერგიებზე ცნობიერების ამაღლების შესახებ ინიციატივა ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ბიუჯეტი 8.5 მლნ. ევროს შეადგენს. პროექტი ერთობლივად ხორციელდება CEER-ის, საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს (EnCS) მიერ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს