ანტიკორუფციული ბიურო „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპელ პარტნიორთა ქსელის“ წევრი გახდა

ანტიკორუფციული ბიურო „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპელ პარტნიორთა ქსელის“ (The European Partners against Corruption/EPAC) წევრი გახდა. ინფორმაციას ანტიკორუფციული ბიურო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქალაქ დუბლინში, 22-ე ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეაზე, საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს ქსელში გაწევრიანებას ორგანიზაციის ყველა წევრმა მხარი დაუჭირა.

„კორუფციასთან ბრძოლის კუთხით არსებული მიღწევების შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის მნიშვნელოვან წინაპირობას საერთაშორისო და პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა წარმოადგენს. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანი გახლდათ, ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრიანება, როგორც „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის პარტნიორთა ქსელია“ (EPAC).

აღნიშნულ ორგანიზაციაში გაწევრიანება ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯია, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებასა და კორუფციასთან ბრძოლის პროცესში.

„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპელ პარტნიორთა ქსელი“ (The European Partners against Corruption/EPAC) 2004 წელს დაარსდა. იგი დამოუკიდებელ, არაფორმალურ გაერთიანებას წარმოადგენს, რომელიც ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების ანტიკორუფციულ და საპოლიციო საქმიანობაზე ზედამხედველობის 60-ზე მეტ სამსახურს აერთიანებს. ორგანიზაციის წევრები ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებას, ერთობლივი სტრატეგიებისა და მაღალი პროფესიული სტანდარტების შექმნაზე მუშაობენ,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა