ნატო - ვგმობთ ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულებიდან რუსეთის გასვლას, ეს ნაბიჯი ძირს უთხრის ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას

ნატო-ს მოკავშირეები გმობენ რუსეთის გადაწყვეტილებას, ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულების დატოვების შესახებ , - ამის შესახებ ალიანსის განცხადებაშია აღნიშნული.

„მოკავშირეები გმობენ რუსეთის გადაწყვეტილებას, ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულება დატოვოს და მის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ, რაც ეწინააღმდეგება ხელშეკრულების მიზნებს. რუსეთის მიერ ხელშეკრულებიდან გასვლა არის ერთ-ერთი ნაბიჯი იმ ქმედებების სერიაში, რომელიც სისტემატურად ძირს უთხრის ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ალიანსის მტკიცებით, რუსეთი ძირს უთხრის საერთაშორისო წესრიგზე დაფუძნებულ წესებს.

„რუსეთი აგრძელებს იარაღის კონტროლის უგულებელყოფის დემონსტრირებას და ძირს უთხრის საერთაშორისო წესრიგზე დაფუძნებულ წესებს. მიუხედავად იმისა, რომ ალიანსი აღიარებს ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულების, როგორც ევროატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურის ქვაკუთხედის როლს, არამდგრადი იქნება სიტუაცია, როდესაც მოკავშირე სახელმწიფოები იცავენ ხელშეკრულებას, ხოლო რუსეთი - არა. აქედან გამომდინარე, მოკავშირე სახელმწიფოების მონაწილე სახელმწიფოები აპირებენ შეაჩერონ ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულების მოქმედება იმდენხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული მათი უფლებების შესაბამისად. ეს არის გადაწყვეტილება, რომელსაც სრულად უჭერს მხარს ნატოს ყველა მოკავშირე“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ალიანსში აცხადებენ, რომ მოკავშირეები ადასტურებენ მუდმივ ვალდებულებას, შეამცირონ სამხედრო რისკი და თავიდან აიცილონ არასწორი აღქმა და კონფლიქტები.

„მოკავშირეები იწვევენ იმ სახელმწიფოებს, რომლებიც იზიარებენ ამ ვალდებულებას და ამ პრინციპებს, შეუერთდნენ ჩვენს ძალისხმევას, რათა ასევე წვლილი შეიტანონ ევროატლანტიკურ სივრცეში პროგნოზირებადობისა და სტაბილურობის გაზრდაში. მოკავშირეები გააგრძელებენ კონსულტაციებს და შეაფასებენ უსაფრთხოების არსებული ვითარების შედეგებს და მის გავლენას ნატოს უსაფრთხოებაზე. მოკავშირეები ასევე გამოიყენებენ ნატოს, როგორც პლატფორმას დისკუსიისა და მჭიდრო კონსულტაციებისთვის შეიარაღების კონტროლის საკითხებზე", - ნათქვამია დოკუმენტში.

შეგახსენებთ, რუსეთმა, დღეს, საბოლოოდ დაასრულა ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულებიდან გამოსვლის პროცედურა. მანამდე, შესაბამის კანონს ხელი რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მოაწერა.

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნას მიღწეული
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
1 იანვრიდან შპს „თელავგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
1 იანვრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
CROSSOVER: კიდევ ერთის ძალა - ლურჯი ოკეანე ახალ, ყოველწლიურ ბიზნესღონისძიებას იწყებს
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
1 დეკემბერი - შიდსის მსოფლიო დღე - შიდსის ჯანდაცვის ფონდი გვახსენებს - „ჯერ არ დასრულებულა“
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე