ტოკიოში „დიდი შვიდეულის“ სამიტი დაიწყო

ტოკიოში „დიდი შვიდეულის“ სამიტი დაიწყო. ბრიტანეთის, კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, აშშ-სა და ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები მსოფლიოში არსებულ აქტუალურ საკითხებს განიხილავენ.

Reuters-ის ინფორმაციით, ლიდერები რუსეთ-უკრაინის ომს, ისრაელ-„ჰამასის“ კონფლიქტსა და სხვა აქტუალურ თემებზე იმსჯელებენ.

როგორც ცნობილია, სამიტს ონლაინ ფორმატში დაესწრება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულებაც.

სამიტზე დასასწრებად ტოკიოში ჩავიდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი. ბლინკენი იაპონიაში ვიზიტამდე ახლო აღმოსავლეთს სტუმრობდა და ღაზაში ჰუმანიტარული პაუზის მოწოდებით გამოვიდა.

„დიდი შვიდეულის“ სამიტი 8 ნომებერს დასრულდება.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება