საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, რექტორის, დავით გურგენიძის ხელმძღვანელობით, CERN/IPPOG და  ATLAS  კოლაბორაციის მონაწილეობით, ვორკშოფი - „PMBC-2023“ დაიწყო

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „PMBC-2023“ გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

ვორკშოფში სტუ-ის ბირთვული ინჟინერიის ცენტრისა და მსოფლიოს ორი უმსხვილესი კოლაბორაციის - CERN/IPPOG და ATLAS ექსპერიმენტის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

უნივერსიტეტის ცნობით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, საინჟინრო განხრით, წარმატებული კოლაბორაცია აკავშირებს ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციასთან (CERN). ამჟამად, ამ მიმართულებით ორი მსხვილი კოლაბორაცია - CERN-IPPOG (International Particle Physics Outreach Group) და TAI (Technical Associate Institute) ATLAS ექსპერიმენტთან ერთად მიმდინარეობს. IPPOG აერთიანებს - 39, ხოლო ATLAS – 42 ქვეყნის უნივერსიტეტებს. კოლაბორაცია ასეთ მსხვილ სამეცნიერო პარტნიორებთან გულისხმობს მათთან გაერთიანებულ საუნივერსიტეტო ჯგუფებთან ერთად საერთო სამუშაო პაკეტების შესრულებას. PMBC ვორკშოფის მიზანია, პროექტებში მონაწილე საუნივერსიტეტო ჯგუფების სამუშაო შეხვედრაზე წარიმართოს დისკუსიები საერთო სამუშაო პაკეტების ირგვლივ, შეფასდეს მათი სამუშაო სტატუსი, განხილულ იქნას პრობლემური საკითხების გადაჭრის გზები და დაიგეგმოს სამომავლო აქტივობები.

„PMBC-2023“-ის სამეცნიერო ხელმძღვანელები არიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, ატლასის კომპიუტინგის კოორდინატორი, პროფესორი დარიო ბარბერისი და სტუ-ის ბირთვული ინჟინერიის ცენტრის დირექტორი, პროფესორი ალექსანდრე შარმაზანაშვილი. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს „PMBC-2023“-ის ფარგლებში ეწვივნენ: ეირიკ გრამსტადი - ოსლოს უნივერსიტეტის პროფესორი, IPPOG საერთაშორისო მასტერკლასების მთავარი ექსპერტი, CERN-ATLAS ფიზიკოსი; შონ რო - დოქტორი, ცერნის სინიორ-ფიზიკოსი, CERN-ATLAS კომპიუტინგის და პროგრამული უზრუნველყოფის კოორდინატორი; დარენ პრაისი - მანჩესტერის უნივერსიტეტის პროფესორი, სადოქტორო მომზადების ცენტრის დირექტორი, CERN-ATLAS Outreach სპოკსპერსონი; დილია მარია პორტილო ქუინტერო - ანტიოქიის უნივერსიტეტის პროფესორი, CERN-ATLAS Outreach სპოკსპერსონი; ოლეგ სოლოვიანოვი – CERN-ATLAS სინიორ-ფიზიკოსი, პროფესორი, ATLAS-ის კალორიმეტრების სპოკსპერსონი. ჰანს-პიტერ ბექი - ბერნის უნივერსიტეტის პროფესორი, შვეიცარიის ფიზიკოსთა ასოციაციის პრეზიდენტი, CERN-ATLAS კოლაბორაციის ფიზიკოსი, CERN-IPPOG კოლაბორაციის დამფუძნებელი; პედრო აბრუ - ლისაბონის უნივერსიტეტის პროფესორი, CERN-IPPOG კოლაბორაციის სპოკსპერსონი, პორტუგალიის ფიზიკოსთა ასოციაციის პრეზიდენტი, CERN-ის ფიზიკოსი.

სტუ-ის ინფორმაციით, ვორკშოფის ღონისძიება გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში, პროფესორმა ზურაბ გასიტაშვილმა. მისი თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან პროექტებში მონაწილეობს ბირთვული ინჟინერიის ცენტრი. თუმცა, ვორკშოფის მიზანია, ასევე მოხდეს სხვა ჯგუფების იდენტიფიცირება როგორც უნივერსიტეტის შიგნით, ასევე მის გარეთ და განხორციელდეს მათი პოტენციური ჩართულობა ამ მაღალი პრესტიჟის მქონე სამეცნიერო კოლაბორაციაში.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიოს ორ უმსხვილეს კოლაბორაციასთან. რამდენიმე წლის წინ უნივერსიტეტმა დაიწყო კოგნიტურ პროგრამული აპლიკაციების უახლესი ტექნოლოგიებით დამუშავება, რომლის ბაზაზე ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) მასტერკლასების ჩატარების ახალი მეთოდოლოგია შეიქმნა. ეს არის საქართველოს მხრიდან მსოფლიო მეცნიერების განვითარებაში და საუნივერსიტეტო განათლების სისტემაში მნიშვნელოვანი კონტრიბუცია. აღსანიშნავია, რომ ორმხრივი გადაწყვეტილება 2021 წელს მემორანდუმით განმტკიცდა, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ და CERN-ის IPPOG კოლაბორაციის თავმჯდომარეებმა, პროფესორებმა სტივენ გოლდფარბმა და პედრო აბრუმ მოაწერეს ხელი. კოგნიტური პროგრამული აპლიკაციები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბირთვული ინჟინერიის ცენტრში მუშავდება, ხოლო მათ ბაზაზე შექმნილი პროგრამულ-მეთოდური რესურსი, მსოფლიო მასშტაბით, CERN-თან დაკავშირებულ უნივერსიტეტებსა და საგანმანათლებლო ქსელებში ვრცელდება. ეს არის ჩვენი მეცნიერებისა და მკვლევრების დიდი წარმატება. ვორკშოფი მეცნიერული დატვირთვის გარდა, შემაჯამებელ ხასიათს ატარებს. კოლაბორაციულ პროექტებში მონაწილე ცერნის პარტნიორები, ჩამოსული არიან იმისათვის, რომ შეაფასონ სტატუსი როგორ მიმდინარეობს პროექტები. შეხვდნენ უშუალო შემსრულებლებს, ბირთვული ინჟინერიის ცენტრის თანამშრომლებს. გარდა ამისა, გვექნება შემაჯამებელი შეხვედრა, სადაც პარტნიორები შეაფასებენ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაწეულ სამუშაოს. წარმატებები მინდა ვუსურვო მონაწილეებს“, - განაცხადა თავის გამოსვლაში ზურაბ გასიტაშვილმა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ თამარ ლომინაძის თქმით, „PMBC-2023“ მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, სადაც სტუ-ის აკადემიური პერსონალის გარდა ჩართულნი არიან დოქტორანტურის სტუდენტები.

„კოლაბორაციულ პროექტებში მონაწილე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პარტნიორები ჩამოსული არიან იმისათვის, რომ შეაფასონ პროექტების მიმდინარეობა. ჩვენი სტუდენტები,

ორი კოლაბორაციის პირველი პირებიდან გაიგებენ რა სახის სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობს CERN-ში, რა არის ყველაზე თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების კუთხით, ეს მათ მისცემს საშუალებას დაფიქრდნენ კარიერაზე, რომელი მიმართულებით შეიძლება განვითარდნენ, სად შეიძლება ყველაზე კარგად გამოიყენონ ცოდნა, რომელიც მიიღეს სტუ-ში. ისინი პირისპირ შეხვდებიან იმ ადამიანებს, რომლებიც მომავალში შეიძლება გახდნენ მათი სამეცნიერო ხელმძღვანელები, ან მათთან ერთად იმუშაონ, იმ კვლევით თემატიკებზე, რასაც დღეს ამუშავებენ. ამდენად, ღონისძიებას დიდი დატვირთვა აქვს, წარმატებებს ვუსურვებ მონაწილეებს“, - განაცხადა თამარ ლომინაძემ.

სტუ-ის ინფორმაციით, ვორკშოფი „PMBC-2023“ ოთხ დღეს გასტანს.

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნას მიღწეული
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
1 იანვრიდან შპს „თელავგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
1 იანვრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
CROSSOVER: კიდევ ერთის ძალა - ლურჯი ოკეანე ახალ, ყოველწლიურ ბიზნესღონისძიებას იწყებს
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
1 დეკემბერი - შიდსის მსოფლიო დღე - შიდსის ჯანდაცვის ფონდი გვახსენებს - „ჯერ არ დასრულებულა“
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე