რაჟდენ კუპრაშვილი გერმანული კომპანიის OpenCampus Deutschland GmbH-ის მმართველ გუნდს შეხვდა

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ტექნოლოგიების მიმართულებით ერთ-ერთი წამყვანი გერმანული კომპანიის OpenCampus Deutschland GmbH-ის მმართველ გუნდს შეხვდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ანტიკორუფციული ბიურო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობის გაციფრულების მიზნით, ტექნოლოგიური შესაძლებლობების განხილვა.

პროფესორმა კირსტენ ინგმარ ჰაისმა მხარეებს გაუზიარა დარგის სპეციალისტების გამოცდილება ძლიერი ანალიტიკური პროგრამის დანერგვის ჭრილში.

ასევე, მხარეებმა მიმოიხილეს ციფრული ტექნოლოგიების ჩართულობით ბიუროს სამომავლო პერსპექტივები.

„შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ: გიორგი ხუბუა, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ბერლინის შტაინბაისის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კვლევების მიმართულებით; ბესიკ ვეკუა, ანტიკორუფციული ბიუროს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი და მარიამი კეპულაძე, ანტიკორუფციული ბიუროს იურისტ-ანალიტიკოსი”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება