კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით, 7-9 ნოემბერს „ქართული დიპლომატიის კვირეული” იმართება

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და უწყვეტი განათლების და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით, 7-9 ნოემბერს „ქართული დიპლომატიის კვირეული” იმართება.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მრჩევლის, უნივერსიტეტის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელის, გიორგი ფარეშიშვილის განცხადებით, აღნიშნული კვირეულის ჩატარება სტუდენტების პროფესიულ განვითარებასა და მათთვის საჭირო სხვადასხვა უნარ-ჩვევების განვითარებაში დიდ როლს შეიტანს.

„როგორც იცით, 3 ნოემბერი ქართული დიპლომატიის დღეა. ჩვენი უნივერსიტეტი ამ დღისადმი მიძღვნილ კვირეულს აღნიშნავს, რომელიც დიდ ქართველ მამულიშვილს, დიდ ქართველ დიპლომატს - სულხან-საბა ორბელიანს უკავშირდება. შესაბამისად, ჩვენი უნივერსიტეტიც, როგორც ყველა დიდი ეროვნული საქმის მონაწილე, აღნიშნული კვირეულის აღნიშვნაში ჩაერთო. ჩვენი სტუდენტებისთვის არაერთი საინტერესო აქტივობა ტარდება, რომელიც გულისხმობს როგორც მათი პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას, ისე, მასტერკლასებს, საჯარო ლექციებს, ტრენინგ-კურსებს. აღნიშნულში მონაწილეობენ, მოქმედი და ყოფილი დიპლომატები, ჩვენი პროფესორები, რომლებიც ასწავლიან ამ მიმართულებით, საერთაშორისო ურთიერთობების როგორც ბაკალავრებს, ისე მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს. ამიტომ, აღნიშნული კვირეულის ჩატარება საკმაოდ დიდ როლს შეიტანს მათ პროფესიულ განვითარებასა და სხვადასხვა უნარ-ჩვევის დახვეწაში. უნდა აღინიშნოს ის ერთკვირიანი მასტერკლასები, რომლებიც დიპლომატიური პროტოკოლის საკითხებში გაიმართება, ასევე, საჯარო ლექციების ციკლი, შეხვედრა ელჩებთან. ასევე, ვიზიტი „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში“, სადაც საუბარი იქნება საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალზე ქვეყნის გაწევრიანების გზასთან დაკავშირებით. ამიტომ, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ ჩვენს სტუდენტებს მსგავსი აქტივობებით ავუმაღლოთ როგორც ცოდნა, ისე დავეხმაროთ მათ უნარ-ჩვევების განვითარებაში”, - განაცხადა გიორგი ფარეშიშვილმა.

კვირეულის ფარგლებში, დღეს დაიწყო სამდღიანი ტრენინგკურსი - „დიპლომატიური პროტოკოლი და ეტიკეტი”, რომელსაც დიპლომატიური პროტოკოლის და ეტიკეტის საკითხებში ექსპერტი - გიორგი ვაშაკიძე უძღვება.

კვირეულის ფარგლებში ასევე, საჯარო ლექცია თემაზე - „დიპლომატიური კარიერა და პროფესიული განვითარების პერსპექტივები” გაიმართა, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, ნინო ჭაბაშვილი უძღვებოდა.

ამასთან, დაგეგმილია საჯარო ლექციის გამართვა, თემაზე - „საქართველოს დიპლომატიის ისტორია”, რომლის სპიკერიც ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი, ელჩი - მიხეილ უკლება იქნება.

9 ნოემბერს კი, დაგეგმილია პროფესიული ვიზიტი „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში“, რომლის სპიკერიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დირექტორი, დავით ბუჯიაშვილი იქნება.

აღნიშნული კვირეული სამდღიანია და 9 ნოემბერს დასრულდება.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს