მედიაში გაჟონილი ინფორმაციის გამო უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ისრაელში ვიზიტი გადაიდო.
ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Times of Israel-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მედიაში გაჟონილი ინფორმაციის გამო ზელენსკი 7 ნოემბერს ისრაელს არ ეწვევა, როგორც აქამდე იგეგმებოდა.
ისრაელის დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა აღნიშნავს, რომ ზელენსკის ვიზიტი ჯერ კიდევ მოსალოდნელია, მაგრამ ამ მომენტისთვის თარიღი დადგენილი არ არის.
“თუ პრეზიდენტი ზელენსკი ჩამოვა, მას ფართოდ გაშლილი ხელებით დახვდებიან”, - განაცხადა ისრაელის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა.