სოზარ სუბარი - დადგება დღე, როდესაც, საერთაშორისო საზოგადოებისა და თანამეგობრობის ძალისხმევით, ყველა დამნაშავე პასუხს აგებს

დადგება დღე, როდესაც, საერთაშორისო საზოგადოებისა და თანამეგობრობის ძალისხმევით, ყველა დამნაშავე პასუხს აგებს, - ამის შესახებ „ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც სოფელ კირბალთან მომხდარს - საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქის ლიკვიდაციას გამოეხმაურა.

„მთავარი დამნაშავის, ვლადიმერ პუტინის მიმართ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოტანილი აქვს ბრალის წარდგენისა და ძებნის დადგენილება. აუცილებლად დადგება დღე, როდესაც საერთაშორისო საზოგადოებისა და თანამეგობრობის ძალისხმევითა და მაქსიმალური ჩართულობით, ყველა დამნაშავე პასუხს აგებს", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება