ბადრი ჯაფარიძე - "ლელო" შეუერთდება ყველა ღონისძიებას, რომელიც ემსახურება ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას, შესაბამისად, ხვალაც ვიქნებით ორბელიანის სასახლესთან

იმედი მაქვს, რომ მიღებული იქნება გადაწყვეტილება და საქართველო მიიღებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, მიუხედავად "ქართული ოცნების" საბოტაჟისა და მათ მიერ გადადგმული ყველა დესტრუქციული ნაბიჯისა, - ამის შესახებ "ლელოს" ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ის გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის 8 ნოემბერს ორბელიანების სასახლესთან შეკრების მოწოდებას და აღნიშნა, რომ "ლელო" ღონისძიებას დაესწრება.

"ჩვენი სურვილი იყო ჯერ კიდევ ერთი წლის წინ მიეღო ქვეყანას კანდიდატის სტატუსი და ახლაც ჩვენი სურვილია, რომ ამ წლის ბოლოს მიღებული იქნას გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება და ქართველი ხალხის სწრაფვა იქნას დაჯილდოებული. ქართველმა ხალხმა არაერთხელ, ბევრი ქართველის სიცოცხლის ფასად დაამტკიცა, რომ საქართველოს ადგილი არის ევროკავშირში და ევროპულ ოჯახში. ამიტომ, იმედია, რომ ჩვენი მეგობრები ამას დაინახავენ და ამას ხედავენ. წლის ბოლოსთვის მე იმედი მაქვს, რომ მიღებული იქნება გადაწყვეტილება და საქართველო მიიღებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, მიუხედავად "ქართული ოცნების" საბოტაჟისა და მათ მიერ გადადგმული ყველა დესტრუქციული ნაბიჯისა.

"ლელო" შეუერთდება ყველა ღონისძიებას, რომელიც ემსახურება ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას. შესაბამისად, ხვალაც ვიქნებით ამ ღონისძიებაზე [ორბელიანის სასახლესთან]", - განაცხადა ჯაფარიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება