ევროკავშირის გაფართოება ჩვენი სტრატეგიული პასუხი გახდა დანაწევრებულ მსოფლიოში მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის მოსატანად, - ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი 2023 წლის ევროკავშირის ელჩების კონფერენციასთან დაკავშირებით “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
“ევროკავშირის გაფართოება ჩვენი სტრატეგიული პასუხი გახდა დანაწევრებულ მსოფლიოში მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის მოსატანად.
სანდო გაწევრიანების გზის შეთავაზება უნდა გავაკეთოთ, რომელიც რეფორმების პროგრესის მხრივ მოიტანს შედეგებს და ეკონომიკურ ხარვეზებს აღმოფხვრის“,-წერს ვარჰეი.