იოავ გალანტი - ისრაელის ჯარები ქალაქ ღაზის შუაგულში იმყოფებიან

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, მათი ჯარები ქალაქ ღაზის შუაგულში იმყოფებიან.

მინისტრის განმარტებით, ისრაელის ჯარისკაცებმა შტურმი სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ძალებს შორის სრული კოორდინაციით განახორციელეს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ გუშინ განაცხადა, რომ ისრაელის ჯარები ალყაში აქცევდნენ და მოქმედებენ ქალაქ ღაზაში. მან ღაზის მოსახლეობას სამხრეთით გადასვლისკენ მოუწოდა.

ჰამასის“ ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით ღაზაში 10 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 4 100-ზე მეტი ბავშვი. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში მას შემდეგ დაიწყო, რაც „ჰამასმა“, 7 ოქტომბერს, ქვეყანაზე მოულოდნელი თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც 1400 ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი კი მძევლად აიყვანეს.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის