ღაზის სექტორში დაღუპული ისრაელელი ჯარისკაცების რიცხვი 31-მდე გაიზარდა

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში „ჰამასის“ ტერორისტების წინააღმდეგ ბრძოლაში მათი კიდევ ერთი ჯარისკაცი დაიღუპა.

მათივე ინფორმაციით, 28 წლის იაკოვ ოზერი 31-ე ჯარისკაცია, რომელიც ისრაელის მიერ ღაზაში სახმელეთო ოპერაციის დაწყების შემდეგ დაიღუპა.

ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში მას შემდეგ დაიწყო, რაც „ჰამასმა“, 7 ოქტომბერს, ქვეყანაზე მოულოდნელი თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც 1400 ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი კი მძევლად აიყვანეს.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა