„თიბისის“ მხარდაჭერით, მომხმარებლის გამოცდილების მართვის (CX) ბიზნეს სამიტი ჩატარდა

საქართველოში პირველად, „თიბისის“ მხარდაჭერით, CX ბიზნეს სამიტი გაიმართა. ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამიტზე მომხმარებლის გამოცდილების მართვის განსხვავებული მიდგომები და წარმატების ისტორიები სხვადასხვა ინდუსტრიებში, ამ კუთხით გამორჩეულმა ქართულმა კომპანიებმა გააზიარეს.

„CX Business Summit-ზე მთავარი სპიკერი საერთაშორისო CX ექსპერტი, კონსულტანტი და არაერთი წიგნის ავტორი - Shaun Belding იყო. სამიტზე კომპანიების მენეჯმენტს და დამსწრე აუდიტორიას საშუალება ჰქონდათ, CX მართვის მიდგომები და სისტემები გაეცნოთ.

ღონისძიების ორგანიზატორი CX Hub-ია. კომპანიის მიზანია Customer Experience-ის (CX) სისტემური მართვის ჩამოყალიბებაში ბიზნესის პარტნიორი გახდეს და ბიზნესს ჯანსაღ ზრდასა და განვითარებაში დაეხმაროს. ეს კი საბოლოო ჯამში, დამატებითი სარგებლის მომტანი იქნება მომხმარებლისთვის კომპანიებთან ურთიერთობაში გამოცდილების გაუმჯობესების სახით,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა