„ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი და ციფრული კომუნიკაციების ხელმძღვანელი ივერი ბალახაშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებიან

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი და ციფრული კომუნიკაციების ხელმძღვანელი ივერი ბალახაშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფებიან. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა შეხვედრები გამართეს ევროპარლამენტარებთან, ევროკომისიის მოხელეებთან და ბრიუსელში ბაზირებული ევროპული ანალიტიკური ცენტრების ხელმძღვანელებთან.

„საუბარი შეეხო საქართველოს ევროპულ ინტეგრაციის გზას და ამ გზაზე არსებულ დაბრკოლებებს, მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას და მომავალ არჩევნებში ევროპული სადამკვირვებლო გრძელვადიანი მისიების მნიშვნელობას“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება