ეროვნულ ბიბლიოთეკასა და „ბლუტაბლას“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

ეროვნულ ბიბლიოთეკასა და კომპანია BlueTabla-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ეროვნული ბიბლიოთეკა ავრცელებს.

მათი ცნობით, კომპანია ეროვნული ბიბლიოთეკის დამოუკიდებლობის დარბაზის მხარდამჭერი გახდა.

„გარდა შესაბამისი აქსესუარებით დარბაზის მოწყობისა, თანამშრომლობის შედეგად, ყოველთვიურად, მოწვეულ გამომსვლელთან ერთად, სტუდენტებისთვის და არამხოლოდ, გაიმართება ლექცია-სემინარი - #დამოუკიდებლობისსაათი. სიმბოლურია, რომ შეთანხმებას ხელი აფხაზეთის სუფრაზე მოვაწერეთ. სიმბოლურია ისიც, რომ ეს ამბავი ილიას დღეს მოხდა - ახალი ქართული დამოუკიდებლობის იდენტობის უპირველესი არქიტექტორის დაბადების დღეს.

„ბლუტაბლა“ ქმნის სახლისა და პირად აქსესუარებს, რომელთა დიზაინი შთაგონებულია ქართული მრავალსაუკუნოვანი კულტურით, ისტორიითა და ესთეტიკით. მუზეუმის არქივებში, ბიბლიოთეკის მტვრიან თაროებზე, თუ სოფლებში აღმოჩენილ ძველ არტეფაქტებსა და მივიწყებულ ტრადიციებს გარდაქმნის თანამედროვეობის ნაწილად”, - განაცხადა ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა