მამუკა მდინარაძე - მიუხედავად უამრავი ნეგატიური და დამაზიანებელი კამპანიისა, საბოტაჟისა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ჩვენ შევძელით მიგვეღო სამართლიანი რეკომენდაცია ევროკომისიისგან

მიუხედავად უამრავი ნეგატიური და დამაზიანებელი კამპანიისა, მიუხედავად პირდაპირი საბოტაჟისა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ჩვენ შევძელით მიგვეღო სამართლიანი რეკომენდაცია ევროკომისიისგან, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით დადებითი რეკომენდაციის გაცემას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ევროკომისიის მიერ მომზადებული დასკვნა კიდევ უფრო ამყარებს რწმენას, რომ მიმდინარე წლის 15 დეკემბერს საქართველო დამსახურებულად მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს.

„მინდა ყველას მოგილოცოთ ევროკომისიის დღევანდელი დასკვნა და მიღწეული შედეგების აღიარება.

საქართველომ 2012 წლიდან მოყოლებული ბევრ ხელშესახებ წარმატებას მიაღწია ევროინტეგრაციის გზაზე არა მხოლოდ 12 რეკომენდაციის ფარგლებში, არამედ მასშტაბური და ყოვლისმომცველი ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული რეფორმებით! დღევანდელი პოზიტიური რეკომენდაცია, პირველ რიგში, ამ შრომისა და შესაბამისი შედეგების აღიარებაა!

მიუხედავად უამრავი ნეგატიური და დამაზიანებელი კამპანიისა, მიუხედავად პირდაპირი საბოტაჟისა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ჩვენ შევძელით მიგვეღო სამართლიანი რეკომენდაცია ევროკომისიისგან.

მადლობა გვინდა გადავუხადოთ ევროკომისიის წარმომადგენლებს სამართლიანი და ობიექტური რეკომენდაციის გაცემისათვის, რომელიც არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ევროკავშირში სრულფასოვანი ინტეგრაციისკენ. მადლობა ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პოზიტიური დასკვნის მომზადების და საქართველოში არსებული დემოკრატიული პროგრესის ობიექტურად შეფასების პროცესში.

მადლობა საქართველოს მთავრობის და საქართველოს პარლამენტის თითოეულ წევრს, თითოეულ საჯარო მოსამსახურეს, ვინც დაუღალავად და კეთილსინდისიერად მუშაობდა ამ შედეგის მისაღწევად.

და რაც მთავარია, მადლობა ქართველ ხალხს, რომლის სიმტკიცემ და ყველა სიტუაციაში გონიერებამ მოგვცა საშუალება ღირსებისა და სიმართლის დაცვით გვევლო ამ რთულ გზაზე.

საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს ინტენსიური ურთიერთობა ჰქონდა ევროკომისიის წარმომადგენლებთან, განსაკუთრებით ბოლო პერიოდის განმავლობაში და თანხმდებოდა რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებული უამრავი დეტალი, რამაც, როგორც ხედავთ, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა პოზიტიური შეფასების გაცემაში.

ბუნებრივია, ევროკომისიის მიერ მომზადებული დასკვნა კიდევ უფრო გვიმყარებს რწმენას, რომ მიმდინარე წლის 15 დეკემბერს ჩვენ დამსახურებულად მივიღებთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს", - განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ევროკომისია რეკომენდაციას იძლევა, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. შესაბამისი განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში პრესკონფერენციაზე განაცხადა.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს