ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი მიზანი და მთავარი ოცნება არის ჩვენი ქვეყნის გაერთიანება, რომელსაც ყოველ დღე ვუახლოვდებით - მჯერა, დღევანდელი დღე ამ დიდ საერთო ეროვნულ მიზანთან გვაახლოებს

საბოლოოდ, ჩვენი მიზანი და მთავარი ოცნება არის ჩვენი ქვეყნის გაერთიანება, რომელსაც ყოველ დღე ვუახლოვდებით. მჯერა, დღევანდელი დღე ამ დიდ საერთო ეროვნულ მიზანთან გვაახლოებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რითაც ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით რეკომენდაციის გაცემას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, დღევანდელი დღე „ქართული ოცნების“ 11-წლიანი საქმიანობის ერთგვარი დამაგვირგვინებელია.

„დღევანდელი დღე, შეიძლება ასე ვთქვათ, არის ერთგვარი დამაგვირგვინებელი და შემაჯამებელი ჩვენი 11 წლიანი საქმიანობისა, რომელმაც მოიტანა მშვიდობა, სტაბილურობა, დიდი ტრანსფორმაცია და ცვლილება. ევროპეიზაციის 10 წელი - შეიძლება, ასე ვუწოდოთ ამ მშვიდობიან 10 წლიან პერიოდს. თუ ვინმემ რომელიმე ხელისუფალმა და მმართველმა რამე გააკეთა ევროინტეგრაციის გზაზე ხელშესახები, ეს არის „ქართული ოცნება“. ქვეყანამ ბოლო 11 წელიწადში მიაღწია უპრეცედენტო მშვიდობას, სტაბილურობას, მიუხედავად არნახული გამოწვევებისა და ჩვენს რეგიონში გართულებული უსაფრთხოების გარემოსი. ეს ვერ მოხდებოდა და შეუძლებელი იქნებოდა ამის მიღწევა, რომ არ მოეხდინა ის გარდამტეხი ცვლილება ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს - „ქართულ ოცნებას“,“ - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ევროკომისიამ სწორი, ღირსეული, გონივრული და ბრძნული გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ჩვენი საბოლოო მიზანი ევროკავშირის წევრობაა, რაც ხანგრძლივი პროცესია.

„ეს საბოლოო ჯამში, მიგვიყვანს ჩვენი ქვეყნის სრულ ევროპეიზაციამდე. საბოლოოდ, ჩვენი მიზანი და მთავარი ოცნება არის ჩვენი ქვეყნის გაერთიანება და ეს არის მთავარი მიზანი, რომელსაც ჩვენ ყოველ დღე ვუახლოვდებით. მჯერა, დღევანდელი დღე და დღევანდელი ისტორიული ნაბიჯი გვაახლოებს ამ დიდ საერთო ეროვნულ მიზანთან,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება