ირაკლი ღარიბაშვილი - რადიკალურ ოპოზიციას ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე არაფერი გაუკეთებია

სამწუხაროდ, ოპოზიციას რადიკალურ ოპოზიციას არაფერი გაუკეთებია ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ანგარიშში ერთმნიშვნელოვნად და მკაფიოდ წერია, რომ რეკომენდაცია ეფუძნება მიღწეულ შედეგს.

როგორც პრემიერი აღნიშნავს, ყველა სპეკულაცია რომ ეს ყველაფერი ხალხის ნების გამოხატულების გამო მიღებული გადაწყვეტილებაა ძალიან გადაჭარბებული და მცდარია.

„კიდევ ერთხელ მინდა ჩემი მოსაზრება გაგიზიაროთ. ჩემთვის გასაგებია აბსოლუტურად ის მოტივაცია, რომელიც გააჩნია ოპოზიციას. აქვე მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ სამწუხაროდ ოპოზიციას, რა თქმა უნდა, რადიკალურ ოპოზიციას არაფერი გაუკეთებია ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე.

კიდევ ვიმეორებ, თუ ვინმემ, რომელიმე ხელისუფალმა მმართველმა, რაიმე ხელშესახები გააკეთა, ეს არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლება. მე მქონდა პატივი და ბედნიერება, ხელი მომეწერა ასოცირების შეთანხმებაზე, თავისუფალ ვაჭრობაზე. ჩემი პირველი პრემიერ- მინისტრობის დროს „ქართული ოცნების“ პირობებში, რა თქმა უნდა, დავასრულეთ უვიზო რეჟიმზე მუშაობა და მივიღეთ უვიზო რეჟიმი. გასულ წელს უკვე მოგვენიჭა ევროპული პერსპექტივა. წელს უკვე, როგორც დღეს ვნახეთ ისტორიული გადაწყვეტილება, სტატუსს მიიღებს ჩვენი ქვეყანა.

შესაბამისად, რა თქმა უნდა ანგარიშში როგორც წერია - მე მინდა გითხრათ, რომ ანგარიშში ერთმნიშვნელოვნად და მკაფიოდ წერია, რომ ეს რეკომენდაცია ეფუძნება მიღწეულ შედეგს. შედეგი ბუნებრივია დადო ხელისუფლებამ, მთავრობამ ანუ იმ ხელისუფლებამ, რომელიც არის არჩეული ქართველი ხალხის ამომრჩევლის მიერ.

ასე რომ, ეს ყველა სპეკულაცია, რომ ეს ყველაფერი ხალხის ნების გამოხატულების გამო მიღებული გადაწყვეტილებაა, რა თქმა უნდა ძალიან გადაჭარბებული და მცდარია“, - განაცხადა პრემიერმა.

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს