ურსულა ფონ დერ ლაიენი - უკრაინამ უნდა გაატაროს გარკვეული რეფორმები - ქვეყნებმა უნდა გვაჩვენონ შედეგები, შესაბამისად, კარები არის ღია

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სწრაფად გატარდება რეფორმები.

როგორც მან ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, თუ ევროსაბჭო დადებით დასკვნას მიიღებს, გაწევრიანების თაობაზე მუშაობა დაუყოვნებლივ დაიწყება.

„ეს დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, დამოკიდებულია რეფორმების სისწრაფეზე, მაგრამ როგორ იწყება ეს ყველაფერი - დღეს ჩვენ გავცემთ რეკომენდაციას იმისთვის, რომ მიღებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების ინიცირება მოხდეს, ამ რეკომენდაციას გავცემთ საბჭოსთვის. შემდეგ საბჭო იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. ევროპული საბჭოს შეხვედრა ჩატარდება დეკემბერში. ისინი აღნიშნულ თემას განიხილავენ. თუ საბჭო დადებით დასკვნას გამოიტანს და იტყვის, რომ ჩვენ უნდა მივიღოთ ევროკომისიის რეკომენდაცია და დავიწყოთ მიღებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები, მუშაობა დაუყოვნებლივ დაიწყება. ეს არის ძალიან ტექნიკური პროცესი, თუმცა, ამის შემდეგ უკრაინამ უნდა გაატაროს გარკვეული რეფორმები, რაც არის ჩვენი რეკომენდაცია და შემდგომ უკვე მარტში გვექნება ანგარიშგება შედეგებთან დაკავშირებით. ჩვენ შეგვიძლია დაუყოვნებლივ დავიწყოთ პროცესი მას შემდეგ, რაც დეკემბერში ევროპული საბჭო მოგვცემს მწვანე შუქს საკუთარ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მან განმარტა, უკრაინას, მოლდოვასა და ბოსნიას მიმართ გაცემულ რეკომენდაციებს შორის არის თუ არა განსხვავება.

„ჩვენ გავეცით რეკომენდაცია მოლაპარაკებების დაწყებაზე მხოლოდ მას შემდეგ, რაც კონკრეტული კრიტერიუმები დაკმაყოფილდება. ჩვენ გავხსენით კარები ძალიან ფართოდ და ვიწვევთ ბოსნიასა და ჰერცოგოვინას, რომ ამ კარში გაიაროს. ამისთვის უნდა მიმდინარეობდეს გარკვეული აქტივობები ამ ქვეყნებში, უნდა გვაჩვენონ შედეგები, შესაბამისად, კარები არის ღია“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა