ავჭალაში მდებარე დევნილთა განსახლების ტერიტორიაზე საქველმოქმედო აქცია გაიმართა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირის ორგანიზებით თბილისში, გლდანის რაიონში, ავჭალაში მდებარე დევნილთა განსახლების ტერიტორიაზე საქველმოქმედო აქცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სოციალურად დაუცველ მოსახლეობას მათ საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრიდენსბოტეს“ მიერ მოწოდებული ჰუმანიტარული ტვირთი - ქალის, მამაკაცისა და ბავშვის 19 ყუთი ტანსაცმელი გადასცეს.

„აქციის ფარგლებში, საქართველოს ბაპტისტური ეკლესიების კავშირის აღმასრულებელი მდივანი, ტარიელ პაპინაშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი, დავით ფაცაცია, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი, ნინო ჭავჭავაძე და სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯერი ხატია გაბისონია დევნილთა განსახლების ტერიტორიაზე მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს შეხვდნენ.

სოციალურად დაუცველ მოსახლეობას მათ საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრიდენსბოტეს“ მიერ მოწოდებული ჰუმანიტარული ტვირთი - ქალის, მამაკაცისა და ბავშვის 19 ყუთი ტანსაცმელი გადასცეს.

საქველმოქმედო აქციები კვლავაც გაგრძელდება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა