თეა ახვლედიანმა აშშ-ს ელჩთან შეხვედრა გამართა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან რობინ დანიგანთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

ამის შესახებ ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, თეა ახვლედიანმა ელჩს მადლობა გადაუხადა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმართ აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერისთვის.

„მან ასევე ხაზი გაუსვა აშშ-ის მნიშვნელოვან როლს საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში, მათ შორის ომით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენის ხელშეწყობისა და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერის გზით.

თეა ახვლედიანმა ელჩს მადლობა გადაუხადა ა.წ. 6 ნოემბერს საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით აშშ-ის მიერ გაკეთებული განცხადებისთვის და საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევასთან ერთად აღნიშნა საერთაშორისო პარტნიორების როლის მნიშვნელობა უკანონოდ დაკავებული მეორე მოქალაქის უმოკლეს ვადაში გათავისუფლების მიზნით.

სახელმწიფო მინისტრმა ამერიკელ დიპლომატს გააცნო სახელმწიფო მინისტრის აპარატის კომპეტენციაში შემავალი ორივე მიმართულების - როგორც შერიგებისა და ჩართულობის, ისე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის პრიორიტეტები, მიღწეული შედეგები და სამომავლო ხედვები.

შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის მძიმე თანმდევი შედეგები, მათ შორის, ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევები, ეთნიკური დისკრიმინაციის, თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების უკანონო აღმართვის, საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფისა და უკანონო დაკავების, ასევე მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის ჩათვლით.

საუბარი ასევე შეეხო შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების პროცესში მიღწეულ პროგრესს და სამომავლო ხედვებს, რაც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებასა და ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის საერთო ინტერესებზე დაფუძნებული დიალოგისა და ნდობის აღდგენის გაღრმავებას ისახავს მიზნად.

თეა ახვლედიანმა მიმოიხილა საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული 2021-2030წწ. სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის პრიორიტეტები, მიზნები და ამოცანები, ასევე აღნიშნული პოლიტიკის ფარგლებში მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის