თსუ-სა და „ევექსს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სტუდენტებში ჯანმრთელობის დროული მონიტორინგის დანერგვისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კომპანია „ევექსს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მემორანდუმს ხელი თსუ-ს რეტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ და ევექსის დირექტორმა გიორგი გორდაძემ მოაწერეს.

პირველადი ჯანდაცვის უმსხვილესი ქსელი ევექსი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში სტუდენტებს განსაკუთრებულ პირობებს, 100%-მდე დაფინანსებულ მომსახურებას და სხვადასხვა სამედიცინო სერვისებზე ფასდაკლებებს სთავაზობს. ეს, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს პერიოდული გამოკვლევების კულტურის ჩამოყალიბებასა და მომავალში მათი ცხოვრების ხარისხის გააუმჯობესებას.

,,სტუდენტების ჯანმრთელობაზე ზრუნვა და ჯანდაცვის კუთხით მათთვის ხელმისაწვდომი სერვისების შეთავაზება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, ამიტომ აქტიურად ვთანამშრომლობთ შესაბამის კომპანიებთან. ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ჩვენი სტუდენტების ინფორმირებას და მათი ჯანმრთელობის დროულ მონიტორინგს”, - განაცხადა თსუ -ს რექტორმა ჯაბა სამუშიამ.

თანამშრომლობის ფარგლებში, თითოეულ სტუდენტს საშუალება ექნება „საქართველოს ბანკისა“ და „ევექსის“ ჯანდაცვის სტუდენტურ პროგრამას შეუერთდეს და მიიღოს დამატებითი ფასდაკლება ევექსში სამედიცინო სერვისებზე.

,,მადლობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, რომ შესაძლებლობა მოგვცა სტუდენტებს კიდევ უფრო აქტიურად მივაწვდინოთ ხმა და ვესაუბროთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ევექსისთვის სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობა ყოველთვის პრიორიტეტული იყო, თუმცა, როცა საქმე ახალ თაობას ეხება, ნამდვილად მზად ვართ ეს შესაძლებლობა კიდევ უფრო მასშტაბური გავხადოთ და ხელი შევუწყოთ იმ კულტურის ჩამოყალიბებას, რასაც ჯანმრთელობის დროული მონიტორინგი ჰქვია“ - განაცხადა „ევექსის“ დირექტორმა გიორგი გორდაძემ.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის