საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, დავით გურგენიძე ხელისუფლებას და საზოგადოებას ევროკომისიის მიერ ისტორიული გადაწყვეტილების მიღებას ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოებისა და სტუდენტების სახელით, საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს, დეპუტატებს, საქართველოს მოქალაქეებსა და ახალგაზრდებს ევროკომისიის მიერ ისტორიული გადაწყვეტილების მიღებას და საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით რეკომენდაციის გაცემას ულოცავს.

„დღეს საქართველო უმნიშვნელოვანესი, ეპოქალური გადაწყვეტილების წინაშე დგას. ჩვენი ქვეყნის მთავრობის მეთაურის, „ქართული ოცნების“ გუნდისა და საზოგადოების ერთიანი ძალისხმევით, ერთიან ევროპულ ოჯახში გაწევრიანების პირველი, რეალური ნაბიჯი გადავდგით. ეს დღე ისტორიას დარჩება და ალბათ, შემთხვევითი არ არის, რომ ეს თარიღი ერის მამის, დიდი ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს დაემთხვა.

„აწმყო შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავალისა!“ - დღევანდელი დღე სწორედ ჩვენი დიდი წინაპრების დამსახურებაა და სასიხარულოა, რომ ხელისუფლება და საზოგადოება ამ გზას ღირსეულად აგრძელებს.

ჩვენს ახალგაზრდებს, მომავალ თაობებს ევროპული ოჯახის წევრობა კიდევ უფრო ფართო შესაძლებლობებს აძლევს, თავიანთი ნიჭი და უნარი სამშობლოს კეთილდღეობას და ქვეყნის აღმშენებლობას მოახმარონ. ეს მათთვის შანსია საკუთარი პოტენციალი მრავალმხრივ განავითარონ და საქართველოს სახელი ევროპის საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში კიდევ უფრო მეტად ხილვადი და ცნობადი გახადონ - მადლობა ქართველ ხალხს და საქართველოს მთავრობას! გილოცავთ!“ , - აღნიშნულია სტუ-ის რექტორის მიმართვაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება