ილია დარჩიაშვილი - რეკომენდაციები აქვს  ყველას, სრულფასოვანი არავინ არ არის, ჩვენც მათ შორის ვაგრძელებთ მუშაობას - ჩვენ გვეჩქარება საქართველოს ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობა

ეს არის ისტორიული ნაბიჯი, მომავალში აუცილებლად გაგრძელდება ჩვენი ძალისხმევა და ქვეყანა გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა მედიასთან განაცხადა, რითაც ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციის გაცემას ეხმაურება.

ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ევროპელმა პარტნიორებმა სათანადოდ შეაფასეს ხელისუფლების მიერ გაწეული ძალისხმევა და ის ნაბიჯები, რომელიც გადადგა ქვეყანამ.

„დღეს არის ნამდვილად ისტორიული დღე ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე, მინდა, ეს ისტორიულ დღე მივულოცო ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, ჩვენს ქვეყანას, რადგან გადაწყვეტილება, რომელიც დღეს მიიღო ევროკომისიამ, რეკომენდაცია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, არის უზარმაზარი და უმნიშვნელოვანესი წინგადადგმული ნაბიჯი. ამით პროცესი არ დასრულებულა. ჩვენ ველოდებით დეკემბერში ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ლიდერების დონეზე, როდესაც მოხდება საბოლოო გაფორმება კანდიდატის სტატუსის მინიჭებით. ეს არის ისტორიული მოვლენა, ეს არის შედეგი, რომელიც ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა შეაფასეს სათანადოდ ჩვენ მიერ გაწეული ძალისხმევა, ის ნაბიჯები, რომელიც გადადგა ქვეყანამ, ჩვენმა ხელისუფლება და ეს არის უზარმაზარი შედეგი ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ილია დარჩიაშვილის განმარტებით, ყველა ქვეყანას, რომელიც ევროინტეგრაციის მიმართულებით დგამს ნაბიჯებს, აქვს შესასრულებელი ვალდებულებები და „სრულფასოვანი არავინ არ არის“.

„,მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველა იმ ქვეყანას, რომელმაც ახალი იმპულსი მიიღო ევროინტეგრაციის მიმართულებით მივულოცო შედეგი. რეკომენდაციები აქვს ყველას, სრულფასოვანი არავინ არ არის. ყველა ქვეყანა, რომელიც ევროინტეგრაციის მიმართულებით დგამს ნაბიჯებს, აქვს შესასრულებელი ვალდებულებები. ჩვენც მათ შორის ვაგრძელებთ მუშაობას. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ევროინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს ამბიციური დღის წესრიგი ეს არის ჩვენი ყოველდღიურობა და ჩვენ ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ მუშაობას. ეს არის ყოველდღიური საქმიანობა იმისთვის, რომ საქართველო როგორც ინსტიტუციურად, ასევე სამართლებრივად დაუახლოვდეს ევროკავშირს. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ გვაქვს პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნის ამბიციური რეფორმების დღის წესრიგის შენარჩუნების. ეს არის ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა, სანამ არ მივაღწევთ საბოლოო მიზანს, ქვეყნის ევროპულ ოჯახში სრულფასოვან სტუმრობას“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

კითხვაზე, რა ვადაში შეიძლება შესრულდეს ევროკავშირის პირობები და რეკომენდაციები, ილია დარჩიაშვილი აცხადებს, რომ „ჩვენ გვეჩქარება საქართველოს ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობა“.

„რაც შეეხება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენ ძალიან მჭიდო თანამშრომლობა გვაქვს ვენეციის კომისიასთან და მიგვაჩნია, რომ ყველა ის რეფორმა, რომელსაც ვახორციელებთ, უნდა იყოს ძალიან მჭიდროდ კოორდინირებული ჩვენს პარტნიორებთან. ჩვენ ძალიან მჭიდრო ურთიერთობები გვაქვს ვენეციის კომისიასთან“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო