შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი - თამაზ გინტურის ავტომანქანა გადმოვიყვანეთ, ამჟამად უტარდება ექსპერტიზა - მანქანას რამდენიმე ტყვია აქვს მოხვედრილი, სისხლის კვალიც არის

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ვალერი თელიას განცხადებით, მოკლული თამაზ გინტურის ავტომანქანა ქართველ სამართალდამცავებს გადმოეცათ.

როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, მანქანას რამდენიმე ტყვია აქვს მოხვედრილი, ამასთან, ავტომობილში სისხლის კვალიც არის.

"მიღწეულ იქნა შეთანხმება იმის თაობაზე, რომ აღნიშნული ავტომანქანა გადმოგვეცეს შესაბამისი ექსპერტიზისთვის. ჩვენს მიერ გადმოყვანილ იქნა აღნიშნული ავტომანქანა და ამჟამად უტარდება ექსპერტიზა. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მანქანას რამდენიმე ტყვია აქვს მოხვედრილი, სისხლის კვალიც არის ავტომობილში. გამოძიება მუშაობს ძალიან ბევრ ვერსიაზე“, - აღნიშნა თელიამ.

ამასთან, განმარტა, რომ ამ წუთშიც მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რათა „გატაცებული ლევან დოთიაშვილი უვნებელი და საღ-სალამათი დაბრუნდეს“.

ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 6 ნოემბერს მოკლეს. არსებული ინფორმაციით, თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი ლომისის ეკლესიაში, სანთლების დასანთებად მიდიოდნენ, როცა რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ცეცხლი გახსნეს. აღნიშნულის შედეგად თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
არჩილ მორჩილაძე - კარგი იქნება, თუ სახელმწიფო, ჯანმრთელობის ხარისხის საერთაშორისო საზოგადოების ISQua-ს მიერ აკრედიტებული სტანდარტების შესაბამისად განაახლებს დღეს არსებულ სანებართვო პირობებსა და რეგულაციებს
ჰიუნდაი ავტო საქართველოს შეთავაზება ბესტსელერ მოდელებზე გრძელდება
ლიბერთის Mastercard ბარათით გადახდისას, „ზოდიში“ ყველაზე მაღალი ქეშბექი ბრუნდება
საქართველოსა და რეგიონში პირველად, „სელფის“ 5G ქსელი უკვე დეკემბერში იქნება ხელმისაწვდომი
„მისო ევროკრედიტმა“ საინაუგურაციო ობლიგაციები გამოუშვა
ბელგიის სამეფოში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის, ალექსანდრე ქიზიყურაშვილის ინიციატივით მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი გადაიღეს