ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი იულიენ ლიუბესს შეხვდა

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი ბავარიის მიწის სახელმწიფო კანცელარიის, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ ქვეყნებში, საერთაშორისო ურთიერთობების, უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის წარმომადგენელს ქაროლინ შვარცსა და ევროპულ და საერთაშორისო საქმეებში ოფიციალურ მრჩეველს იულიენ ლიუბესს შეხვდა.

ანტიკორუფციული ბიუროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ბავარიის გამოცდილება განიხილეს. ასევე, საუბარი შეეხო კორუფციის პრევენციის მიმართულებით გამჭვირვალობისა და ღიაობის მექანიზმების როლს.

„მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს, სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებსა და მხარდაჭერაზე.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ: გიორგი ხუბუა, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ბერლინის შტაინბაისის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კვლევების მიმართულებით; ბესიკ ვეკუა, ანტიკორუფციული ბიუროს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი და მარიამი კეპულაძე, ანტიკორუფციული ბიუროს იურისტ-ანალიტიკოსი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს