საქართველოში მეხუთე ვიზიტით ნატოს სამხედრო კომიტეტი იმყოფება

საქართველოს ორდღიანი ვიზიტით ნატოს სამხედრო კომიტეტი ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, ადმირალ რობ ბაუერს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უმასპინძლა.

„თავდაცვის სამინისტროში გამართული ორმხრივი შეხვედრის ფარგლებში რეგიონის უსაფრთხოების გარემო და არსებული გამოწვევები განიხილეს. საუბრის ძირითად თემას ალიანსთან თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები და თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივები წარმოადგენდა. ყურადღება გამახვილდა გაძლიერებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ეფექტურად განხორციელებასა და მიმდინარე პროცესში მოკავშირეების აქტიური ჩართულობის კრიტიკულ მნიშვნელობაზე. მხარეებმა თავდაცვის რეფორმების განხორციელების პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზეც ისაუბრეს. აღინიშნა საერთაშორისო სწავლებების საქართველოში ჩატარებისა და ერთობლივ წვრთნებში საქართველოს თავდაცვის ძალების მონაწილეობის მნიშვნელობა, ასევე საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი.

სამხედრო კომიტეტის წარმომადგენლებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები დახვდნენ. თავდაცვის მინისტრთან შეხვედრამდე, სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ გვირგვინით შეამკო გმირთა მემორიალი და პატივი მიაგო დაღუპული გმირების ხსოვნას.

საქართველო უკვე მეხუთედ მასპინძლობს ნატოს სამხედრო კომიტეტს. ვიზიტის ფარგლებში კომიტეტის წევრები უწყებათშორისი სამეთაურო საშტაბო სწავლება „დიდგორი 2023“-ის მიმდინარეობას გაეცნობიან და სამხედრო კომიტეტის პლენარულ სხდომას გამართავენ. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უმაღლესი სამხედრო ორგანოს ოფიციალური ვიზიტი საქართველოში კიდევ ერთხელ ადასტურებს ნატოს ურყევ მხარდაჭერას ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის