რომან გოცირიძე - ევროკავშირის რეკომენდაციებს ერთი შეხედვით ახალი რეკომენდაცია დაემატა, რომელიც ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას ითვალისწინებს - გამოსავალი საბანკო შარლ მიშელის პროცესის დაწყებაა

ევროკავშირის რეკომენდაციებს ერთი შეხედვით ახალი რეკომენდაცია დაემატა, რომელიც ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას ითვალისწინებს - ეროვნულ ბანკში არსებული ვითარების ფონზე, გამოსავალი საბანკო შარლ მიშელის პროცესის დაწყებაა! - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან “ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ გააკეთა.

გოცირიძის შეფასებით, დღეს ეროვნულ ბანკში საგანგაშო მდგომარეობაა, ეროვნული ბანკი პარალიზებულია და მას მმართველობა არა ჰყავს.

მისივე თქმით, ეროვნული ბანკი არის ჩიხურ მდგომარეობაში, როცა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად პრეზიდენტის შეთავაზებულ კანდიდატურას პარლამენტი არ ამტკიცებს, ხოლო მთავრობა პრეზიდენტს მისთვის სასურველ კანდიდატურას თავს ვეღარ ახვევს.

“დღეს ქვეყნისთვის ისტორიული დღეა. მრავალი თაობის ოცნება ახდა და საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნებისკენ გზა გაიხსნა. ევროკავშირმა გააკეთა ყველაფერი რაც შეეძლო და რაც არ შეეძლო. ახლა ჯერი ჩვენზეა - ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი ის, რაც ერთი წლის შემდეგ ევროკავშირთან წევრობაზე მოლაპარაკებას დაგვაწყებინებს. ამისთვის საჭიროა ყველა იმ რეკომენდაციის შესრულება, რომელიც ცნობილია და რომელსაც რამდენიმე ახალი და მნიშვნელოვანი რეკომენდაცია დაემატა - ამათგან ერთ-ერთი არჩევნების დამოუკიდებლად და სამართლიანად ჩატარება, ასევე ეროვნულ ბანკის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფაა. ეროვნულ ბანკში საჭიროა საბანკო შარლ მიშელის პროცესის დაწყება“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება