07.07.2025 / 08:38
ოლივერ ვარჰეი - ამოცანების სია ნათელია - თქვენი ერთგულება და სიმტკიცე დაგეხმარებათ დარჩენილი ნაბიჯების შესრულებაში

ამოცანების სია ნათელია, თქვენი ერთგულება და სიმტკიცე დაგეხმარებათ დარჩენილი ნაბიჯების შესრულებაში. ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

“მინისტრ დარჩიაშვილთან გაფართოების შესახებ პირველი ანგარიში და ევროკავშირისკენ გზაზე საქართველოს ნაბიჯები განვიხილეთ.

ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს. ამოცანების სია ნათელია.

თქვენი ერთგულება და სიმტკიცე დაგეხმარებათ დარჩენილი ნაბიჯების შესრულებაში”, - წერს ვარჰეი.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს