ორბელიანების სასახლესთან მოქალაქეები არიან შეკრებილი - დღეიდან იწყება ხელმოწერების კამპანია - „ჩვენი ხმა ევროპას“

ორბელიანების სასახლესთან ევროკომისიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ლოზუნგით - „ჩვენი ხმა ევროპას“ მოქალაქეები არიან შეკრებილები.

შეკრება პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით დაიგეგმა.

ღონისძიება საქართველოს ეროვნული ჰიმნით გაიხსნა.

ასევე, პრეზიდენტის ინიციატივით, დღეიდან იწყება ხელმოწერების კამპანია - "ჩვენი ხმა ევროპას".

"დღეს იწყება ჩვენი ხელმოწერების კამპანია - "ჩვენი ხმა ევროპას". კამპანია, რომელიც ჩემზე კი არა თქვენზეა დამოკიდებული, მთელ ქვეყანაზე, უნდა იყოს გაშლილი ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ", - განაცხადა პრეზიდენტმა.

ადგილზე იმყოფებიან არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. ღონისძიებას ესწრებიან ელჩები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

აღსანიშნავია, რომ დღეს, 20:00 საათზე, დაგეგმილი იყო კონცერტი, თუმცა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობის გამო კონცერტი გაუქმდა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება