სალომე ზურაბიშვილი - ველაპარაკე უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებს, მივულოცე, მთხოვეს, ქართველი ხალხისთვის მათი მოლოცვა და დიდი სიყვარული გადამეცა - დარწმუნებული ვარ, ერთად ვივლით გზაზე, რომელიც ჯერ კიდევ დიდია

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებს ესაუბრა და მათგან მოლოცვა მიიღო.

პრეზიდენტის განცხადებით, იგი დარწმუნებულია, რომ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის გზაზე ერთად ივლიან და ერთ დღესაც მისი სრულუფლებიანი წევრები გახდებიან.

„მე დღეს, ახლა, ამ წუთში უკრაინის პრეზიდენტს და ცოტა ადრე მოლდოვის პრეზიდენტს ვესაუბრე. მათ მივულოცე მათთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი დღე. მათ მიენიჭათ გაწევრიანების მოლაპარაკების გახსნის რეკომენდაცია და ეს არის მათთვის ძალიან დიდი ნაბიჯი წინ. ჩვენც მივყვებით ნაბიჯ-ნაბიჯ. მივულოცე ჩვენგან ყველასგან და ასევე მათ მთხოვეს, რომ გადამეცა ქართველი ხალხისთვის მათი მოლოცვა და დიდი სიყვარული, ჩვენ ხალხებს შორის დიდი სიყვარულის ნიშანი.

მე დარწმუნებული ვარ ამაში, რომ ერთად ვივლით ამ გზაზე, რომელიც ჯერ კიდევ დიდია. ერთად ვივლით და ერთ მშვენიერ დღეს აღმოვჩნდებით სამივე ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრები, იქ გავაგრძელებთ ყველაფრის გაკეთებას ჩვენი ხალხის კეთილდღეობისთვის, მშვიდობისთვის, წინსვლისთვის, რამეთუ ეს არის ის მომავალი, რასაც პირდება ევროპა ყველა თავის სრულუფლებიან წევრს. იქ ვიქნებით ერთად“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება