სალომე ზურაბიშვილი - მივემგზავრები პარიზში, სადაც ტარდება მშვიდობის ფორუმი - პრემიერიც დაესწრება და ნებსით თუ უნებლიედ გამოგვივა დეპოლარიზაციის მაგალითის მიცემა

ხვალ მივემგზავრები პარიზში, სადაც ტარდება მშვიდობის ფორუმი - როგორც ახლა დაიგეგმა, პრემიერიც დაესწრება, ამ მხრივ, ნებსით თუ უნებლიდ გამოგვივა დეპოლარიზაციის მაგალითის მიცემა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლესთან სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მოქალაქეები არიან შეკრებილები.

მისივე თქმით, საქართველოს კანდიდატურის ლობირებას გააგრძელებს.

„რაც შემეხება მე, რასაც ვაკეთებდი, იმას გავაკეთებ. გავაგრძელებ საქართველოს კანდიდატურის ლობირებას, ხვალ მივემგზავრები პარიზში, სადაც ტარდება მშვიდობის ფორუმი და სადაც უნდა მივიღო მონაწილეობა შარლ მიშელთან ერთად პანელში, რომელიც კრიზისებს და კონფლიქტებს განიხილავს. დავესწრები ამ ფორუმს და როგორც დაგეგმილი იყო, იმის გათვალისწინებით, როგორც ახლა დაიგეგმა, პრემიერიც დაესწრება. ამ მხრივ, ნებსით თუ უნებლიედ ორივეს გამოგვივა დეპოლარიზაციის მაგალითის მიცემა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებულია ევროკავშირის თითოეულ ქვეყანაზე და არცერთმა არ შეიძლება უარი თქვას, ან შეეწინააღმდეგოს ამ საერთო გადაწყვეტილებას.

„14-15 დეკემბერს ველოდებით საბოლოო გადაწყვეტილებას. როგორც ვიცით, ევროპული საბჭო იკრიბება და ამ საბჭომ უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება. დღეს, რასაც ჩვენ ვზეიმობთ და რაც გვიხარია, არის ევროკომისიის რეკომენდაცია და ეს არის ძალიან დიდი ნაწილი საბოლოო გადაწყვეტილების. ეს რეკომენდაცია რომ არ ყოფილიყო, წინსვლა არ იქნებოდა დეკემბრის შუა რიცხვებამდე, მაგრამ ჯერ ეს არ არის საბოლოო გადაწყვეტილება. საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებულია [ევროკაშირის წევრ] თითოეულ ქვეყანაზე. არცერთმა არ შეიძლება რომ უარი თქვას ან შეეწინააღმდეგოს ამ საერთო გადაწყვეტილებას, ეს არის ევროკავშირის წესი, ამას პატივი უნდა ვცეთ და დაველოდოთ, მაგრამ არ უნდა დაველოდოთ ხელებდაკრეფილი, რა მოხდება.

ჩვენზეა დამოკიდებული, თუ რა იქნება საბოლოო გადაწყვეტილება. ჩვენ გამოხატულ ერთიან ნებაზეა დამოკიდებული. ეს არის, რასაც ყველაზე მეტად აქცევს ყურადღებას ევროკავშირი, რომ ჩვენ ვიყოთ ერთიანნი და ჩვენი ნება იყოს გამოხატული ერთიანად. ეს იმას ნიშნავს, რომ როგორც აქამდე, ხვალაც ამ რამდენიმე კვირაში, რაც გვაშორებს იმ საბოლოო გადაწყვეტილებიდან, ამ საქმეში ყველანი უნდა ვიყოთ გაერთიანებულნი, პასუხისმგებლები და ყველანი ჩართული“,- აღნიშნა პრეზიდენტმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს