საბა ბუაძე - დღეს არის საზეიმო დღე და ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობაა - დიდი საშინაო დავალება გვაქვს შესასრულებელი და მთავარი დავალება იქნება 2024 წელს რუსეთის სამსახურში მყოფი ხელისუფლების პროევროპული კოალიციით ჩანაცვლება

ევროკომისიის მიერ, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია არის ყველა იმ ადამიანის ღვაწლის აღიარება, ვინც ათწლეულების და კიდევ უფრო დიდი ხნის განმავლობაში ისწრაფოდა საქართველოსთვის ევროკავშირში კუთვნილი ადგილის დასაბრუნებლად , - ამის შესახებ “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ განაცხადა.

მისივე შეფასებით, დღეს არის მძიმე დღე საქართველოსთვის არაკეთილმოსურნეებისთვის.

“ევროკომისიის მიერ, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია არის ისტორიული გადაწყვეტილება, სიმბოლურ დღეს, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს.

ეს არის ყველა იმ ადამიანის ღვაწლის აღიარება, ვინც ათწლეულების და კიდევ უფრო დიდი ხნის განმავლობაში ისწრაფოდა საქართველოსთვის ევროკავშირში კუთვნილი ადგილის დასაბრუნებლად. ამავდროულად, დღეს არის მძიმე დღე საქართველოს არაკეთილმოსურნეებისთვის, რომლებიც ამ პერიოდის განმავლობაში უპირისპირდებოდა ჩვენს ევროპულ პერსპექტივას. დღეს არის საზეიმო დღე და ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან რეკომენდაცია არ ნიშნავს კანდიდატის სტატუსის მიღებას, არც კანდიდატის სტატუსი ნიშნავს ევროკავშირის წევრობას. დიდი საშინაო დავალება გვაქვს შესასრულებელი და მთავარი დავალება იქნება 2024 წელს რუსეთის სამსახურში მყოფი ხელისუფლების პროევროპული კოალიციით ჩანაცვლება”, - განაცხადა ბუაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება