თინა ხიდაშელი - პრეზიდენტმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა წარმატებაში, სრულიად დამსახურებულად ეკუთვნის მადლობა - იმედს ვიტოვებ, ასეთივე პრინციპული და შეუქცევადი იქნება მისი მოქმედებები მომდევნო თვეებში

ევროკავშირმა მორიგ ჯერზე დაადასტურა ის, რომ საქართველო მისთვის ძვირფასია, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა.

ხიდაშელის თქმით, ევროკომისიისგან პოლიტიკური დასტური მივიღეთ, იმასთან დაკავშირებით რომ საქართველოს ადგილი ევროკავშირშია.

“დღევანდელი გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია, თუმცა დეკემბრის გადაწყვეტილება უფრო მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ ნაბიჯის გარეშე დეკემბერი არ მოვიდოდა. ევროკავშირმა მორიგ ჯერზე დაადასტურა, რომ საქართველო მისთვის ძვირფასია. მიგვითითეს პრობლემებზე, მოგვცეს შენიშვნები და დათქმები, მაგრამ პოლიტიკური დასტური მივიღეთ იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ადგილი ევროკავშირშია”,- განაცხადა ხიდაშელმა.

ხიდაშელის თქმით, ორბელიანების სასახლესთან ევროკომისიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე მივიდა იმის გამო, რომ სალომე ზურაბიშვილს უთხრას მადლობა.

“პრეზიდენტმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ამ წარმატებაში. სრულიად დამსახურებულად ეკუთვნის მას მადლობა. მოვედი იმისთვის, რომ მის მისალმებას ვუთხრა მადლობა და იმედი დავიტოვო, რომ ასეთივე პრინციპული და შეუქცევადი იქნება მისი მოქმედებები მომდევნო თვეების განმავლობაში”,- განაცხადა ხიდაშელმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება