ეკა გიგაური - დღეს ქართულმა საზოგადოებამ გაიმარჯვა - ჩვენ უნდა ვიყოთ მხნედ და ფხიზლად, არ მივცეთ უფლება საქართველოს მთავრობას კიდევ გააფუჭოს რამე და სტატუსი დაგვაკარგვინოს

დღეს ქართულმა საზოგადოებამ გაიმარჯვა, თითოეულმა საქართველოს მოქალაქემ გაიმარჯვა, ჩვენმა ქვეყანამ გაიმარჯვა თავისუფლებისთვის ბრძოლაში!, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა განაცხადა.

ამასთან, გიგაური ამბობს, რომ საქართველოს „შეგვეძლო ერთი ნაბიჯით წინ ვყოფილიყავით“ და უკრაინასთან და მოლდოვასთან „ერთად გვევლო“.

გიგაურის აზრით, ამას აქვს მიზეზი და ეს მთავრობის მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგია.

„ქართველი ხალხის დამსახურებული სტატუსი არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი. წინ გვაქვს დეკემბერი, როდესაც საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ევროპული საბჭო.

ჩვენ უნდა ვიყოთ მხნედ და ფხიზლად, არ მივცეთ უფლება საქართველოს მთავრობას კიდევ გააფუჭოს რამე და სტატუსი დაგვაკარგვინოს. ასევე, მომავალ წელს უნდა ვაიძულოთ მთავრობა შეასრულოს ის 9 პოლიტიკური რეკომენდაცია/დათქმა და დაახლოებით 119 ტექნიკური მოთხოვნა, რომელიც საქართველოში სხვადასხვა სფეროს და სექტორს ეხება.

მოკლედ, კიდევ ბევრია გასაკეთებელი იმისთვის, რომ წევრობაზე მოლაპარაკებები დავიწყოთ და ეს უნდა შევძლოთ. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ 2024 წლის არჩევნების ცუდად ჩატარების შემთხვევაში, ევროპასთან წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყება შეუძლებელი იქნება!“, - აღნიშნავს გიგაური.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს