სალომე სამადაშვილი - ოპოზიციამ ევროკავშირის წევრობისთვის მოლაპარაკებების დაწყებისთვის, წინ წასვლისთვის ხელისუფლება უნდა შევცვალოთ - ამ ხელისუფლების პირობებში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნა ვერ შედგება

ოპოზიციამ ევროკავშირის წევრობისთვის მოლაპარაკებების დაწყებისთვის, წინ წასვლისთვის ხელისუფლება უნდა შევცვალოთ - ხელისუფლების შეცვლის გარეშე წინსვლას არ ველოდები, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

სამადაშვილის შეფასებით, ევროკომისიის ანგარიშში ყველაფერი რომ ჩაწერილიყო, რასაც ევროკომისია ფიქრობს, პოზიტიურ დადგენილებას ვერ დაწერდნენ.

მისივე თქმით, საქართველო აღმოჩნდა ევროკავშირის კეთილ ნებაზე დამოკიდებული.

„ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადებიდან ნათელია, რომ ეს მიღწევა, რომელიც ქართველი ხალხის მიღწევაა, საკუთარ გამარჯვებად გამოაცხადა. ანგარიშში ნათლად არის ჩაწერილი, რომ 12 პუნქტიდან, რამდენიმე პუნქტის გამოკლებით, ბოლომდე არცერთი არ არის შესრულებული.

„ქართულ ოცნებას“, მიუხედავად იმისა, რომ არაფერი გააკეთა კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის, ქართველი ხალხის გამარჯვება უნდა, რომ გაიფორმოს საკუთარ გამარჯვებად.

ევროკომისიის ანგარიშში ყველაფერი რომ ჩაწერილიყო, რასაც ევროკომისია ფიქრობს, პოზიტიურ დადგენილებას ვერ დაწერდნენ. ეს ანგარიში დაიწერა იმ მოსაზრებით, რომ შანსი მისცენ ჩვენს ქვეყანას. ჩვენ აღმოვჩნდით ევროკავშირის კეთილ ნებაზე დამოკიდებული. ფუნდამენტური რეფორმების გარეშე, ჩვენ გავჩერდებით“,- განაცხადა სამადაშვილმა.

მისივე შეფასებით, „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველო შემდეგ ეტაპზე, რასაც მოლაპარაკებების გახსნა ჰქვია, ვერ გადავა.

„მთავარია ქართველი ხალხის ინტერესი. ქართველი ხალხის ინტერესია - კანდიდატის სტატუსი ბოლომდე მივიდეს, მომავალ თვეში ევროპულმა საბჭომ პოზიტიური გადაწყვეტილება მიიღოს და შემდეგ სწრაფად დავიწყოთ გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები. მიმაჩნია, რომ ამ ხელისუფლების პირობებში მოლაპარაკებების გახსნა ვერ შედგება“, - განაცხადა სამადაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება