მივესალმები ევროკომისიის რეკომენდაციას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, იმ პირობით, რომ გადაიდგმება მთელი რიგი ნაბიჯები, - ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტი, კლაუს იოჰანისი სოციალურ ქსელში წერს.
ის ასევე მიესალმება ევროკომისიის რეკომენდაციებს უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ და ასევე გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების შესახებ ბოსნია-ჰერცეგოვინასთან როგორც კი წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის აუცილებელი ხარისხის მიღწევა მოხდება.
„რუმინეთი ევროკავშირის წლევანდელ გადაწყვეტილებას მტკიცედ უჭერს მხარს“, - აცხადებს პრეზიდენტი.