ვოლოდიმირ ზელენსკიმ მთავრობას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებისთვის მომზადება დაავალა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესის მომზადების შესახებ.

"მკაფიო პუნქტები. მკაფიო ინსტრუქციები. ჩვენ აბსოლუტურად მომზადებულები მივუახლოვდებით მოსალოდნელ ნაბიჯებს", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინელი ხალხი იმსახურებს ევროკავშირში ყოფნას.

„ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის. დარწმუნებული ვარ, არ არსებობს ალტერნატივა იმის უზრუნველსაყოფად, რომ დემოკრატიული ევროპის საზღვრები შეესაბამებოდეს ევროკავშირის საზღვრებს, რადგან ეს არის ჩვენი საერთო ღირებულებების პოლიტიკური დაცვა, ეს არის ეკონომიკური უსაფრთხოება. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და კონტინენტზე მშვიდობისა და თავისუფლების ერთ-ერთი მთავარი გარანტიაა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, გუშინ, ევროკომისიამ გაწევრიანების საკითხზე უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია გასცა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა