ისრაელის თავდაცვის ძალები - ღაზაში „ჰამასის“ 130 გვირაბი გავანადგურეთ

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზაში, ომის დაწყების შემდეგ, „ჰამასის“ 130 გვირაბი გაანადგურეს.

"ღაზაში მებრძოლები ანადგურებენ მტრის იარაღს და პოულობენ და აფეთქებენ გვირაბებს. ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციის გაფართოებით ჯარისკაცები ანადგურებენ „ჰამასის“ ტერორისტულ ინფრასტრუქტურას", - აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.

მათივე ინფორმაციით, ასევე გაანადგურეს „ჰამასის“ გვირაბი, რომელიც ჩრდილოეთ ღაზაში, გაერო-ს პალესტინელ ლტოლვილთა დახმარების სააგენტოს მფარველობის ქვეშ არსებულ სკოლასთან ახლოს მდებარეობდა.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა