KTW ჯგუფი ევროკომისიის გადაწყვეტილებას ეხმიანება

დღეს საქართველოსთვის უდავოდ ისტორიული დღეა. დღე, როდესაც ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა ევროკავშირს.

დღევანდელი გადაწყვეტილება, თვალსაჩინო დასტურია იმისა, რომ საქართველო განვითარების სწორ გზაზეა. მნიშვნელოვანია, საბოლოო მიზნისკენ - ევროკავშირში ინტეგრაციისკენ სვლა თანმიმდევრული და გონივრული ნაბიჯებით განვაგრძოთ.

ვფიქრობთ, ეს რეკომენდაცია ხელშესახებ შესაძლებლობებს აჩენს როგორც ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის, ისე ბიზნეს სექტორისთვის. ევროპულ ბაზრებთან დაახლოება, კიდევ უფრო მეტ სიკეთეს მოუტანს ჩვენს ქვეყანას.

თავის მხრივ, KTW ჯგუფი წლების მანძილზე აქტიურად მუშაობდა ევროპულ ბაზარზე თავის დამკვიდრებისა და ქვეყნის პოპულარიზაციის მიმართულებით. მომავალშიც მზად ვართ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ევროპასთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისა და გაძლიერების პროცესში.

სიმბოლურია, რომ ევროკომისიის ეს გადაწყვეტილება, სწორედ 8 ნოემბერს, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს გამოცხადდა. იმ ადამიანისა, რომელიც ჯერ კიდევ ორი საუკუნის წინ ფიქრობდა და საუბრობდა საქართველოს ევროპულ მომავალზე, ჩვენი ქვეყნის განვითარების ახალ შესაძლებლობებსა და პერსპექტივებზე, რომლის მოტანაც ჩვენთვის ევროპულ თანამეგობრობას შეუძლია.

როგორც ილია ჭავჭავაძე ამბობდა, „ჩვენს ქვეყანას ევროპული გამოცდილება, მეცნიერება და განათლება სჭირდება“, რომელიც საქართველოს განვითარებისთვის სწორად უნდა გამოვიყენოთ.

KTW ჯგუფი ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს ულოცავს ამ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას და მადლობას უხდის საქართველოს მთავრობას ევროკავშირის ინტეგრაციის გზაზე გაწეული საქმიანობისთვის.

ევროპა არის საქართველოს ერთადერთი და უალტერნატივო არჩევანი, რომელიც გვჯერა, ჩვენი ქვეყნისთვის კიდევ უფრო დიდი კეთილდღეობის, ეკონომიკური წინსვლისა და განვითარების საწინდარია.

(R)

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის