ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოში კორეის რესპუბლიკიდან ღვინის პროფესიონალების ჯგუფი იმყოფება

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოში კორეის რესპუბლიკიდან ღვინის პროფესიონალების ჯგუფი იმყოფება. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, 12 კაციანი ჯგუფის შემადგენლობაში იმპორტიორები, მედიის წარმომადგენლები და ინფლუესერები შედიან, რომელთა მხრიდანაც მაღალია ინტერესი, მოიძიონ ახალი სავაჭრო პარტნიორები, დაწერონ სტატიები საქართველოსა და ქართული ღვინის შესახებ, რაც კორეის რესპუბლიკის სტრატეგიულ ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდასა და ექსპორტის ზრდაზე პირდაპირ გავლენას იქონიებს.

კორეელი პროფესიონალების საქართველოში ვიზიტი ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კორეული მარკეტინგული კომპანიის „Wine21.com” ორგანიზებით განხორციელდა.

„ვიზიტის ფარგლებში, თბილისში დეგუსტაცია (Walkaround Tasting) გაიმართა, რომლის ფარგლებშიც, კორეელ პროფესიონალებს შესაძლებლობა მიეცათ, ქართული ღვინის მწარმოებელი 30 კომპანიის პროდუქციას გაცნობოდნენ.

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით კიდევ ერთი დეგუსტაცია გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო 15 ღვინის მწარმოებლის პროდუქცია.

ტურის ფარგლებში, კორეელი სტუმრები ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს კახეთსა და ქართლში ეწვივნენ, სადაც ადგილზე დააგემოვნეს როგორც კლასიკური წესით, ასევე, ტრადიციული მეთოდით დამზადებულ ქართული ღვინის სახეობები.

აღსანიშნავია, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით გამართული ანალოგიური ტურებს შედეგად, ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებსა და კორეელ იმპორტიორებს შორის სავაჭრო პარტნიორობა მოჰყვა.

კორეის რესპუბლიკა 2019 წელს გამოიკვეთა როგორც სტრატეგიული ბაზარი, სადაც ღვინის ეროვნულ სააგენტოს ორგანიზებითა და მხარდაჭერით, არაერთი მნიშვნელოვანი მარკეტინგული ღონისძიება განხორციელდა. მიმდინარე წლიდან, კორეის რესპუბლიკაში ქართული ღვინის პოპულარიზაციის ღონისძიებებში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ჩაერთო,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა