გენადი არველაძე - ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში მონაწილეობა ქართულ კომპანიებს ახალ საექსპორტო შესაძლებლობებს უხსნის

ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში მონაწილეობა ქართულ კომპანიებს ახალ საექსპორტო შესაძლებლობებს უხსნის, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ განაცხადა, რომელიც საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ფარგლებში, ჩინეთის ქალაქ შანხაიში ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში (China International Import Expo - CIIE) მონაწილეობს.

არველაძის თქმით, მათ მოლოდინი აქვთ, რომ წლევანდელი გამოფენა საქართველოსთვის ახალ წარმატებებსა და ახალ საექსპორტო შესაძლებლობებს მოიტანს.

„ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ხდება ქართული პროდუქციის პოპულარიზაცია, ახალი კონტაქტების დამყარება და ქართული საექსპორტო პროდუქციის მოცულობის ზრდა. წინა წლებში წარმატებული მონაწილეობის გამოცდილება გვაქვს, როცა ქართველმა მწარმოებლებმა 20 მილიონ დოლარამდე ოდენობის გრძელვადიანი კონტრაქტები გააფორმეს. შესაბამისად, გვაქვს მოლოდინი, რომ წლევანდელი გამოფენა ახალ წარმატებებსა და ახალ საექსპორტო შესაძლებლობებს მოიტანს“, - აღნიშნა გენადი არველაძემ.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენა 10 ნოემბრამდე გაგრძელდება და მასში მონაწილეობას 160 ქვეყნის ბიზნეს და სამთავრობო დელეგაცია მიიღებს. „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ქართული კომპანიები გამოფენაში 2018 წლიდან მონაწილეობენ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება