მედია - მიმდინარეობს მოლაპარაკებები ათამდე მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ ღაზაში ცეცხლის სამი დღით შეწყვეტის შესახებ

მიმდინარეობს მოლაპარაკებები ათამდე მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ, ღაზაში ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის სამი დღით შეწყვეტის შესახებ, - ინფორმაციას მედია საშუალებები ეგვიპტელ ოფიციალურ პირებზე, გაერო-ს წარმომადგენელსა და დასავლელ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებენ, რომელთა ვინაობასაც არ ასახელებენ.

მათივე ინფორმაციით, შეთანხმებას, რომელმაც შესაძლებელი უნდა გახადოს ღაზაში უფრო მეტი დახმარების შეტანა, კატარი, ეგვიპტე და შეერთებული შტატები შუამავლობენ.

ერთ-ერთი ოფიციალური პირის თქმით, შეთანხმების დეტალები განიხილეს მიმდინარე კვირაში კაიროში, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელთან და ისრაელის დელეგაციასთან ერთად.

ამასთან, ამერიკელი მაღალჩინოსნის განცხადებით, ბაიდენის ადმინისტრაციას არ დაუსახელებია რაიმე კონკრეტული ვადა ისრაელის სამხედრო ოპერაციების შეჩერებისთვის, მაგრამ შესთავაზა ისრაელმა განიხილოს ჰუმანიტარულ პაუზა გარკვეული რაოდენობის მძევლების გათავისუფლებისთვის.

მისი განმარტებით, თუკი შესაძლებელი იქნება შეთანხმების მიღწევა პაუზის ხანგრძლივობასა და გასათავისუფლებელი მძევლების რაოდენობაზე და ის წარმატებით განხორციელდება, იგივე ფორმულა შეიძლება ხელახლა გამოიყენონ დამატებითი პაუზებისა და მძევლების გათავისუფლებისთვის.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 08.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა