2023 წლის 25 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში 394 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა ფუნქციონირებს, სადაც მხოლოდ დაწყებითი და საბაზო საგანმანათლებლო საფეხური მოქმედებს

საქართველოში, 2023 წლის 25 სექტემბრის მონაცემებით, 394 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა ფუნქციონირებს, სადაც მხოლოდ დაწყებითი და საბაზო საგანმანათლებლო საფეხური (0-9 კლასის ჩათვლით) მოქმედებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან საჯარო წესით გამოთხოვილი ინფორმაციის პასუხად აცნობეს, აღნიშნული 394 სკოლიდან ორი კერძო სკოლაა.

„2023 წლის 25 სექტემბერს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ირიცხება - 394 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა (მათ შორის, ორი კერძო), სადაც მოქმედებს მხოლოდ დაწყებითი და საბაზო საგანმანათლებლო საფეხური“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამასთან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალური მონაცემების მიხედვით, საქართველოში 2022-2023 სასწავლო წელს 2 302 სკოლა ფუნქციონირებს. აქედან 2 086 საჯაროა, 216 კი - კერძო.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება