საქართველოში, 2023 წლის 25 სექტემბრის მონაცემებით, 394 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა ფუნქციონირებს, სადაც მხოლოდ დაწყებითი და საბაზო საგანმანათლებლო საფეხური (0-9 კლასის ჩათვლით) მოქმედებს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან საჯარო წესით გამოთხოვილი ინფორმაციის პასუხად აცნობეს, აღნიშნული 394 სკოლიდან ორი კერძო სკოლაა.
„2023 წლის 25 სექტემბერს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ირიცხება - 394 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა (მათ შორის, ორი კერძო), სადაც მოქმედებს მხოლოდ დაწყებითი და საბაზო საგანმანათლებლო საფეხური“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ამასთან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალური მონაცემების მიხედვით, საქართველოში 2022-2023 სასწავლო წელს 2 302 სკოლა ფუნქციონირებს. აქედან 2 086 საჯაროა, 216 კი - კერძო.