საქართველოს ბიზნეს ასოციაცია „მეწარმეთა შესახებ“ კანონთან დაკავშირებით პარლამენტის შესაბამისი კომიტეტების თავმჯდომარეებს შეხვდა

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია „მეწარმეთა შესახებ“ კანონთან დაკავშირებით პარლამენტის შესაბამისი კომიტეტების თავმჯდომარეებს შეხვდა.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ცნობით, „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ პრაქტიკაში გამოკვეთილ საკითხებთან დაკავშირებით, საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ, ინვესტორთა საბჭოს ჩართულობით, საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილთან, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძესა და დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელსაც ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ამასთან, აღნიშნავენ, რომ შეხვედრაზე ის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, რაც მეწარმეთა შესახებ ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ პრაქტიკაში გამოიკვეთა. კერძოდ, საუბარი შეეხო საწარმოთა რეგისტრაციასთან, ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობის ფარგლებთან, საწარმოს პარტნიორთა მიერ გადაწყვეტილებების მიღებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ და პროცედურულ საკითხებს. ამასთან, განმარტავენ, რომ აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ საქართველოს პარლამენტის წევრები და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები „მეწარმეთა შესახებ“ კანონთან დაკავშირებით აქტიური კომუნიკაციის ფორმატზე შეთანხმდნენ, რათა შესაბამისი სამინისტროების ჩართულობით გაიმართოს დისკუსია ახალ ნორმებთან და მათ ერთგვაროვან ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით, ასევე, მოხდეს კონკრეტული შემთხვევების გაანალიზება და საჭიროების შემთხვევაში, კანონის დაზუსტება.

როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ აღნიშნა, ახალი კანონი მეწარმეთა შესახებ, ცალსახად წინგადადგმული ნაბიჯია ქართულ სამართლებრივ სივრცეში.

„ის მიღებულია დაინტერესებულ მხარეთა მაქსიმალური ჩართულობითა და ევროკავშირის დირექტივებთან შესაბამისობაში. ამავდროულად, კანონის პრაქტიკაში გამოყენების შემდეგ გამოიკვეთა ტექნიკური საკითხების რამდენიმე ჯგუფი, რომელთა ნაწილი შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მხრიდან სათანადო განმარტებას ან სულაც კანონში მცირე ცვლილებების განხორციელებას საჭიროებს და ამ მიზნით, სამუშაო ფორმატში შეხვედრები კვლავ გაგრძელდება როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან“,- განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება