თინა ბოკუჩავა - „რუსული ოცნება“ ევროკომისიის პირობების შემსრულებელი არაა - ერთადერთი პირობა, რომლის შესრულებაც ივანიშვილის აუცილებლად მოუწევს, 2024 წლის არჩევნების დემოკრატიული ჩატარებაა, რისი გარანტიც ევროკავშირი იქნება

„რუსული ოცნება“ ევროკომისიის პირობების შემსრულებელი არ არის - ერთადერთი პირობა, რომლის შესრულებაც ბიძინა ივანიშვილის აუცილებლად მოუწევს, 2024 წლის არჩევნების დემოკრატიული ჩატარებაა, რისი გარანტიც ევროკავშირი იქნება, - აღნიშნული განცხადება პარლამენტში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ გააკეთა.

ბოკუჩავას შეფასებით, კანდიდატის სტატუსზე ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია ქართველი ხალხის დამსახურება და მონაპოვარია და “ერთადერთი სუბიექტი, ვინც ამას ხაზს არ უსვამს, არის “რუსული ოცნება“.

“გუშინ ქართველმა ხალხმა და თავისუფალმა სამყარომ რუსეთს მოუგო.

ცხრა პირობა, რომელიც ევროკავშირის მხრიდან საქართველოს წინაშე დგას, უპირველეს ყოვლისა რუსულ დეზინფორმაციას ეხება, რომლის მთავარი პროპაგანდისტი თავად “რუსული ოცნებაა“, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის სახით.

ევროკომისიის რეკომენდაციაა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ევროკავშირთან დაახლოება, რასაც რუსეთთან ფრენების აღმდგენი, კოლაბორაციონისტული პოლიტიკის გამტარებელი “რუსული ოცნება“ არ გააკეთებს.

რეკომენდაცია დეპოლარიზაციას ეხება - როდესაც რეჟიმი ძალადობასა და სიძულვილზე დგას, ის დეპოლარიზაციას არ მოახდენს. მოთხოვნაა, სახელმწიფოს ინსტიტუციური გაძლიერება - მიტაცებული სახელმწიფოს პირობებში, სადაც ყველა უწყებას ოლიგარქი აკონტროლებს, ეს არ მოხდება. ხოლო დეოლიგარქიზაციაზე ევროპელებმა განმარტეს, რომ ეს საქართველოს დებიძინიზაციას ნიშნავს. ბიძინას პირობებში დებიძინიზაცია ვერ და არ მოხდება.

ეს ყველაფერი ახალი კოალიციური, დასავლური ხელისუფლების პირობებში აუცილებლად მოხდება!“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება