საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელს საქართველოში იასპერ მოლერს შეხვდა

გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ახალ წარმომადგენელს საქართველოში იასპერ მოლერს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი ესწრებოდნენ.

„გენერალურმა პროკურორმა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში პროკურატურის მიერ განხორციელებული რეფორმების და არსებული ტენდენციების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრის მონაწილეებმა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში UNICEF-თან თანამშრომლობით მიღწეულ შედეგებზე და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.

შეხვედრის დასასრულს, მხარეები სამომავლო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა