„რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი“, „რეგიონის ხმა“ და ორგანიზაცია „წერტილი“ ევროკომისიის დადებით რეკომენდაციასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

„რეფორმებისა და კვლევის ჯგუფი“, „რეგიონის ხმა“ და ორგანიზაცია „წერტილი“ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ევროკომისიის დადებით რეკომენდაციასთან დაკავშირებით.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მნიშვნელოვანია, საქართველოს ხელისუფლებამ გაითვალისწინოს ქართველი ხალხის ურყევი ნება და შეასრულოს ის პირობები, რასაც ჩვენი ევროპელი მეგობრები ევროინტეგრაციის გზაზე გვისახავენ.

„საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვულოცავთ ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ დადებითი რეკომენდაციის გაცემას. გულითად მადლობას ვუხდით ჩვენს ევროპელ მეგობრებსა და პარტნიორებს, ქართველი ხალხის ბრძოლისა და ევროპული მისწრაფებების დაფასებისთვის.

თითოეულ ჩვენგანს გვახარებს ქართველი ხალხისადმი ევროკავშირის მიერ გამოხატული სრული ნდობა და მხარდაჭერა. „შენ ევროკავშირში∙YOU in EU’’ კამპანიის მონაწილეებმა, მოსახლეობასთან გამართული შეხვედრების დროს, კიდევ ერთხელ ნათლად დავინახეთ ქართველი ხალხის ნება, ქვეყანა გაწევრიანდეს ევროკავშირში.

„შენ ევროკავშირში∙YOU in EU’, როგორც შენი, ჩემი, ჩვენი კამპანია გაგრძელდება მანამ, სანამ ევროკავშირი საბოლოოდ არ გადაწყვეტს საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მონიჭებას.

მნიშვნელოვანია, საქართველოს ხელისუფლებამ გაითვალისწინოს ქართველი ხალხის ურყევი ნება და შეასრულოს ის პირობები, რასაც ჩვენი ევროპელი მეგობრები ევროინტეგრაციის გზაზე გვისახავენ.

კამპანიის ფარგლებში, ვაგრძელებთ მოსახლეობასთან შეხვედრებს. კერძოდ, ამა წლის 11 და 12 ნოემბერს, კახეთს ვეწვევით. ჩვენ მოვალთ თქვენს სოფელში, დაბასა თუ ქალაქში და ვისაუბრებთ, როგორ შევუწყოთ ხელი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას.

ჩვენი მიზანი უცვლელია -საქართველოს მასშტაბით, ევროინტეგრაციის მხარდამჭერი ადამიანების გაერთიანება, ქართულ და ევროპულ ღირებულებებს შორის კავშირის განმტკიცება და თითოეული მოქალაქის ევროპული ხმის გაგონება.

გახსოვდეს, შენ ევროკავშირში გელოდებიან!-აღნიშნულია განცხადებაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება